სიახლე
თაღლითობის მცდელობის ბრალდებით სატრანსპორტო კომპანიის ინსპექტორი დააკავეს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს და ქალაქ თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, ქალაქ თბილისის მერიის შპს
“თბილისის სატრანსპორტო კომპანიის” ავტობუსების ექსპლუატაციის უსაფრთხოების და მოძრაობის ორგანიზების სამსახურის ინსპექტორი გიორგი გ. დააკავეს.

გამოძიების ცნობით, გიორგი გ. საქართველოს მოქალაქეს ჰპირდებოდა “თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში” კონდუქტორის თანამდებობაზე დანიშვნას, რის სანაცვლოდაც მოსთხოვა და ეტაპობრივად გამოართვა 700 ლარი.

გამოძიება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, უწყებამ ნაადრევი
ქორწინების წინააღმდეგ 18 დღიანი კამკპანია,
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, უწყებამ ნაადრევი ქორწინების წინააღმდეგ 18 დღიანი კამკპანია,
შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ
დაიწყო გამოძიება უკანონო ფორმირების შექმნის,
შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ დაიწყო გამოძიება უკანონო ფორმირების შექმნის,
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
ხელფასების 2019 წლის პირველი კვარტლის სტატისტიკას
ავრცელებს.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ხელფასების 2019 წლის პირველი კვარტლის სტატისტიკას ავრცელებს.
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი, მეუფე გიორგი
მამაკაც მრევლს მოუწოდებს, ლევან ვასაძეს შეურთდნენ.
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი, მეუფე გიორგი მამაკაც მრევლს მოუწოდებს, ლევან ვასაძეს შეურთდნენ.
დისკუსიის ფარგლებში მცირე მოხსენებებს გააკეთებენ
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სსიპ სოციალური
მომსახურების სააგენტოს, ასევე საქართველოს სახალხო დამცველის
აპარატის წარმომადგენლები და ადგილობრივი თემის აქტივისტები.
ადგილობრივ თემთან შეხვედრა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს
მათი ხედვის, საჭიროებების და წუხილების გაზიარების დამატებით
შესაძლებლობას მისცემს.
დისკუსიის ფარგლებში მცირე მოხსენებებს გააკეთებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, ასევე საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები და ადგილობრივი თემის აქტივისტები. ადგილობრივ თემთან შეხვედრა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს მათი ხედვის, საჭიროებების და წუხილების გაზიარების დამატებით შესაძლებლობას მისცემს.
15 ივნისს, მარნეულში 9-11 კლასის მოსწავლეებს
შორის ნარიმან ნარიმანოვის სახელობის ცოდნის შეჯიბრი
გაიმართა.

15 ივნისს, მარნეულში 9-11 კლასის მოსწავლეებს შორის ნარიმან ნარიმანოვის სახელობის ცოდნის შეჯიბრი გაიმართა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო
სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო
ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი
შეთანხმებით ჯგუფის მიერ,
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ,
ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის მე-18
კილომეტრზე ავტომობილი სიმაღლიდან გადავარდა.
ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის მე-18 კილომეტრზე ავტომობილი სიმაღლიდან გადავარდა.