„მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ“ დასაქმების პროგრამის მე-2 ეტაპს იწყებს
დასაქმების პროგრამა 18 წლიდან იწყება და ყველასთვისაა გათვალისწინებული . პროგრამის ძირითადი მიზანი ადამიანების სოციალური და ეკონომიკური კუთხით გააქტიურება, დასაქმებისთვის საჭირო უნარების განვითარება და სამუშაოს მაძიებლებისთვის დახმარებაა. ორგანიზაციის მიერ წარდგენილი სამუშაო პროგრამა 5 თვე გაგრძელდება. ამ დროის განმავლობაში, პროგრამის მონაწილეები შეხვდებიან სხვადასხვა სფეროში გამოცდილ ადამიანებს და შეისწავლიან სამოტივაციო წერილების და CV-ს წერის ტექნიკებს. პროგრამის დასასრულს კი მონაწილეებს სერტიკატები გადაეცემათ.

პროგრამის მონაწილე მუჰამედ ასლანოვის თქმით, 5 თვის განმავლობაში პროგარამა მას ადამიანებთან ურთერთობებში დაეხმარე, მეტად აქტიური გახადა და სახელმწიფო ენის ცოდნაც გაიუმჯობესა.

აღსანიშნავია, რომ პროგრამაში მონაწილეობა უფასოა და დაინტერესებულ პირებს რეგისტრაციის გავლის შემდგომ შეუძლიათ მასში მონაწილეობა. რეგისტრაციის ბოლო დღე 26 მაისია, 00:00 საათამდე.

დასაქმების პროგრამა ასევე ხორციელდება თბილისში, ზუგდიდში, ფოთსა და მარნეულში.

რადიო "მარნეული"

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები