სიახლე
მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 6 ახალგაზრდას მერია 500 ლარს გადასცემს
მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა პროექტ „განავითარე შენი რეგიონის“ ფარგლებში გამარჯვებულ 6 მარნეულელ ახალგაზრდას ირაკლი ქველაძეს, არამ აკოფიანს, ედგარ მაზმანიანს, დემურ აბდელანს, მარიამ წერეთელსა და ეკა მეზვრიშვილს, 500-500 ლარს გადასცემს.

პროექტის ფარგლებში, მარნეულელმა ახალგაზრდებმა მუნიციპალიტეტის ტურისტული განვითარების გეგმები წარადგინეს. რასთან დაკავშირებითაც ჩვენ მარნეულის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების სპეციალისტი მარიამ ტყეშელაშვილი გვესაუბრა.

„ახალგაზრდებმა იმსჯელეს თუ როგორ შეიძლება განვითარდეს მარნეულში ტურისტული მიმართულებით ინფრასტრუქტურა, როგორ შეიძლება დაიგეგმოს ღონისძიებები და როგორ და როგორ შეიძლება მათ მიიღონ მონაწილეობა ტურიზმის განვითარებაში. ყველაზე მაღალი ქულების შედეგად გამოვლენილი პროექტები იქნა დაჯილდოვებულ ჩვენი მხრიდან. როგორც მოგეხსენებათ, 14 ივნისს, კაბადოკიაში გაიმართება ქართული დღეები, რომლის ორგანიზატორებიც საქართველოსა და თურქეთის საელჩოები არიან, და გამარჯვებული ექვსი ახალგაზრდა ჩვენი მხრიდან იქნებიან დაფინანსებული, რათა მონაწილეობა მიიღონ აღნიშნულ ღონისძიებაში“. - გვითხრა მარიამ ტყეშელაშვილმა

მარიამ ტყეშელაშვილმა ასევე თქვა, რომ პროექტში 20 ახალგაზრდა იღებდა მონაწილეობას და მათ, ვინც 6 გამარჯვებულს შორის ვერ მოხვდა, კაბადოკიაში გასამართ „საქართველოს დღეებში“ მონაწილეობისათვის არასამთავრობო ორგანიზაცია „დამოუკიდებელი ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანება“ 50%-ით დააფინანსებს.

პროექტ „განავითარე შენი რეგიონის“ ფარგლებში გამარჯვებული ახალგაზრდებისათვის, წახალისების სახით, თანხის გადაცემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღეს, 12 ივნისს, გამართულ სხდომაზე მიიღო.

რადიო „მარნეული“

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია