სიახლე
მარნეულის მერი იმირის „გადაჭრილ გორზე“ მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო
ზაურ დარგალმა დღეს, 12 ივნისს, მარნეულის მუნიციაპიტეტის ტერიტორიაზე ძვ.წ. VI ათასწლეულით დათარიღებულ არქეოლოგიურ ძეგლზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.

იმირის „გადაჭრილ გორაზე“ აღმოჩენილი ყურძნის წიპწების მეშვეობით დგინდება, რომ ადამიანმა ღვინის დამზადება პირველად სწორედ საქართველოდან, კონკრეტულად კი მარნეულიდან დაიწყო.

„ზუსტად მარნეულშია მსოფლიო ღვინის აკვანი. ესაა ძალიან დიდი დატვირთვის სივრცე, რომელიც ჩვენ შეიძლება განვავითაროთ და გახდეს ერთ-ერთი საინტერესო ლოკაცია ტურისტებისთვის“. - გვითხრა ზაურ დარგალმა

დღეს, გადაჭრილ გორაზე ეროვნული მუზეუმისა და ტორონტოს უივერსიტეტის ერთობლივმა არქეოლოგიურმა ექსპედიციამ არქეოლოგიური სამუშაოები დაასრულა, რის შემდეგაც გადაჭრილი გორა კვლავ დაკონსერვდება და სამუშაოების განახლებას დაელოდება.

აღსანიშნავია, რომ მარნეულის მერია იმირის გადაჭრილ გორაზე სამუზეუმო სივრცის მოწყობას აპირებს, რისთვისაც 101 695 ლარის ღირებულების ტენდერი, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტის მომზადებისათვის, უკვე გამოცხადებულია.

რადიო „მარნეული“

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
COVID-19-სთან ბრძოლაში რიჩარდ ლუგარის ცენტრის მნიშვნელობის ზრდასთან ერთად, კრემლისტური მედია, რომელიც წლებია ლაბორატორიასთან დაკავშირებით სხვადასხვა კონსპირაციას ავითარებს
სრულად
04:00 / 05.08.2020
დაიცავი დისტანცია