ნურანას სამზითვო ხარჯი
ყველა ადამიანს საკუთარი საქორწილო წეს-ჩვეულება აქვს. წლებიც რომ გავიდეს, ადათები დაცულია და ახალი თაობა მაინც ინარჩუნებს.
ყველაზე ძველი , საქორწილო ადათ-წესებიდან ერთ-ერთი, პატარძლისთვის მზითვების გამზადებაა. გასულ წლებს რომ გავხედოთ, დავინახავთ, რომ ბებიები ქალიშვილს რომ ათხოვებდნენ, მზითებისთვის ყველაზე ხშირად თეთრეულებს და აბრეშუმის ნაჭრებს ანიჭებდნენ უპირატესობას.


რაც დრო გავიდა, მზითვების როდენობაც გაიზარდა. ასე რომ, ახლა დედები და ბებიები თავიანთი ქალიშვილებისთვის უფრო ღირებულ, ფუფუნების საგნებს ყიდულობენ. ქორწილის გადახდასთან ერთად, მზითვის გამზადება ფინანსურად ძალიან ბევრ სირთულეს ქმნის. სწორედ მზითების და საქორწილო მზადების პერიოდშია ჩვენი სტატის გმირი ნურაი, რომელმაც მზითებთან დაკავშირებული ხარჯები გაგვიზიარა.
ნურაი მარნეულში ცხოვრობს.

ის 21 წლისაა და ერთი წელია რაც დაინიშნა. მზითვების გარდა, ნურაის ნიშნობის პერიოდშიც საკმაოდ ბევრი ხარჯი ჰქონდა. მისი თქმით, ნიშნობისთვის 5000 ლარი დახარჯეს. ამის გარდა ნიშნობის დროს ოჯახის ორივე მხარე ( ნათესავები) ერთმანეთს სტუმრობდნენ და მათი გამასპინძლებაც არ იყო მცირე თანხასთან დაკავშირებული. ნურაი ამბობს, რომ მომავალი მეუღლის დაბადების დღისთვის მათ ოქროულობა შეიძინეს და სხვადასხვა ხონჩებიც გაამზადეს.
ეს ყველაფერი კი 1500 ლარი დაუჯდათ.




მზითების ხარჯებზე მოსაუბრე ნურაის თქმით, ყველაზე ძვირი სამზარეულოს ავეჯის შეძენაა, რომელშიც 3500 ლარი გადაიხადეს.




სამზარეულოს ნივთების გარდა 900 ლარი ტანისამოსში და სარეცხ მანქანაში გადაიხადეს, 350 ლარი კი ხორცსაკეპი მანქანა დაუჯდათ. საძინებელი, სასტუმრო ოთახის ნაკრები, დივანი, თეთრეულები, მტვერსასრუტი, ტელევიზორი, მიქსერი, ბლენდერი და სხვა წვრილმანი მას დაახლოებით 6700 ლარი დაუჯდა.



ნურაი ამბობს, რომ 2020 წელს ქორწილს გადაიხდიან და მზითვების თანხას საქორწილო ხარჯებიც დაემატება.





თუმცა ქორწილის ხარჯში მომავალი მეუღლის ოჯახიც შეუზიარდება. ნურაი ვარუდობს, რომ საერთო ჯამში მზითებისთვის და ქორწილისათვის დაახლოებით 20 000 ლარი დასჭირდება.

(ნურანა გამოგონილი სახელია რადგან ჩვენ გმირს საკუთარი თავის ინდენტიფიცირებაზე უარი განაცხადა)


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები