თუშეთის გზაზე ტურისტების ავტომობილი სიმაღლიდან გადავარდა
ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის მე-18 კილომეტრზე ავტომობილი სიმაღლიდან გადავარდა. როგორც „რეგინფოს“ ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, ვანო ნასყიდაშვილმა უთხრა, ავტომობილით ტურისტები მგზავრობდნენ.

ნასყიდაშვილის თქმით, სავარაუდოდ არის მსხვერპლი. ამ დროისთვის მისთვის უცნობია ზუსტი ინფორმაცია დაშავებულთა ან დაღუპულთა შესახებ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით შეტყობინება მიიღეს და სამაშველო ჯგუფი გაგზავნეს, თუმცა იმის გამო, რომ ავარიის ადგილზე მობილური კავშირი არ არის, მაშველებისგან ინფორმაციას ვერ იღებენ.

წყარო: reginfo.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები