თბილისში მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა და დაიღუპა
თბილისში, მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა. შემთხვევა ისანში მოხდა.

როგორც “ნეტგაზეთს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

წყარო: ნეთგაზეთი
Print