სიახლე
თამარ მეფის ხიდიდან ჩასასვლელ პანდუსზე მოძრაობა 200 დღით შეიზღუდება
თბილისის მერიის განცხადებით, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, თამარ მეფის ხიდიდან ჩასასვლელ პანდუსზე, დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე, ხვალ, 11:00 საათიდან, 200 დღის განმავლობაში, ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება.

გარდა ამისა, როგორც მერია აცხადებს, მოძრაობა შეიზღუდება ვახუშტის ხიდიდან მარჯვენა სანაპიროზე, უკიდურეს მარჯვენა ზოლში, კლდის გასწვრივ.

შესაბამისად, მერიის ცნობით, გმირთა მოედანზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება შემდეგი მარშრუტებით:
  • მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან, ლაგუნა ვერეს მხრიდან;
  • მარშალ გელოვანის გამზირიდან გაგარინის ქუჩის გავლით (ვაჟა ფშაველას გამზირი, ბექას ქუჩა, ყაზბეგისა და პეკინის გამზირები, კოსტავას ქუჩა);
  • ალიევის სახელობის სანაპიროდან გოთუას ქუჩის ან სააკაძის მე-2 გასასვლელის გავლით (სააკაძის მოედანი, ჭაბუკიანის ქუჩა, პეკინის გამზირი, კოსტავას ქუჩა).
თამარ მეფის ხიდიდან მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით ტრანსპორტი იმოძრავებს:
  • გმირთა მოედნისა და ლაგუნა ვერეს გავლით, იუსტიციის სახლის მიმართულებით;
  • გმირთა მოედნის, კოსტავას ქუჩის, სააკაძის მოედნის, სააკაძის პირველი გასასვლელის გავლით, მარშალ გელოვანის გამზირის მიმართულებით;
  • გმირთა მოედნის, კოსტავას ქუჩის სააკაძის მოედნის, შარტავასა და გაგარინის ქუჩების გავლით გელოვანის გამზირის მიმართულებით.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
COVID-19-სთან ბრძოლაში რიჩარდ ლუგარის ცენტრის მნიშვნელობის ზრდასთან ერთად, კრემლისტური მედია, რომელიც წლებია ლაბორატორიასთან დაკავშირებით სხვადასხვა კონსპირაციას ავითარებს
სრულად
04:00 / 05.08.2020
დაიცავი დისტანცია