სიახლე
საქართველოდან ჰაჯში 35-მდე პილიგრიმი გაემგზავრება

წელს საქართველოდან ჰაჯში 35-მდე პილიგრიმი გაემგზავრება ამის შესახებ ინფორმაცია რადიოსთან საუბრისას საქართველოს მუსლიმთა გაერთიანების შეიხმა რამინ იგიდოვმა განაცხადა.



მისი თქმით, მეექვსე წელია, რაც პილიგრიმები მუსლიმთა გაერთიანების ორანიზებით მიემგზავრებიან ჰაჯში.

"წინა წლებში პილიგრიმები საუდის არაბეში საქართველოს მუსლიმებისთვის 500 ადამიანის კვოტა იყო დაწესებული, მაგრამ წელს კვოტა გაუქმებულია" - ამბობს რამინ იგიდოვი.

იგიდოვი ასევე აღნიშნავს, რომ დოკუმენტების მიღება რამაზანის ბაირამიე მერე დაიწყო და 14 ივლისამდე გრძელდებოდა. ამ ეტაპზე ფრენის ბილეტების შეძენა დაწყებულია.

"ვიმედონებთ, რომ პილიგრიმები საუდის არაბეთში საქართველოდან პირდაპირი ფრენით გაემგზავრებიან. რადგანაც ჯიდეს ქალაქში ხორციელდბა ფრენები. ჰაჯში პილიგრიმები 29 და 31 ივლისს გაემგზავრებიან და 20 აგვისტოს დაბრუნდებიან". - ამბობს რამინ იგიდოვ.

შეიხის თქმით, წელს ხარჯების მატება ფიქსირდება.

წინა წლებში ჰაჯისთვის 3500 დოლარი იყო საჭირომ წელს ეს თანხა 3800-მდე ავიდა. თანხაში შედის გამგზავრების ხარჯები, ცხოვრება და კვება.

რადიო "მარნეული"

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
COVID-19-სთან ბრძოლაში რიჩარდ ლუგარის ცენტრის მნიშვნელობის ზრდასთან ერთად, კრემლისტური მედია, რომელიც წლებია ლაბორატორიასთან დაკავშირებით სხვადასხვა კონსპირაციას ავითარებს
სრულად
04:00 / 05.08.2020
დაიცავი დისტანცია