აბიტურიენტის ჩარიცხვისათვის ქრთამის აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე სამედიცინო უნივერსიტეტის თანამშრომელი და მოქალაქე დააკავეს
14:14 / 19.07.2019
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის
ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ქრთამის აღებისა და ქრთამის
აღებაში დახმარების ფაქტზე,
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის
საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი გია ო.
და მოქალაქე ლილი ჯ. დააკავეს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“
სუს-იდან აცნობეს.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ თბილისის სახელმწიფო
სამედიცინო უნივერსიტეტის თანამშრომელმა გია ო-მ, ლილი ჯ-ს
დახმარებით, ამავე უნივერსიტეტში აბიტურიენტის ჩარიცხვისათვის საჭირო
გასაუბრების წარმატებით გასავლელად, მოქალაქეს ქრთამის სახით
გამოართვა 1000 აშშ დოლარი, რა დროსაც სახელმწიფო უსაფრთხოების
სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ისინი
ბრალდებულის სახით დააკავეს“, - ნათქვამია
განცხადებაში.
გამოძიება ქრთამის აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე
მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც
სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს).
გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული
სააგენტო აწარმოებს.