სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მცხოვრებლებს პუტინმა რუსეთში უვადოდ ყოფნის უფლება მისცა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა საკანონმდებლო რეგულაციას, რომლის შესაბამისად, რუსეთისა და მის მიერ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებული სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს განუსაზღვრელი ვადით შეუძლიათ ერთმანეთის ტერიტორიაზე ყოფნა.

რუსული მედიის ინფორმაციით, აღნიშნული სამართლებრივი რეგულაცია რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ შეთანხმების დამატებითი ნორმაა, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს ორივე მხარის მეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას.

აქამდე არსებული რეგულაციით, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მოქალაქეებს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე წელიწადში მხოლოდ 90 დღით შეეძლოთ დარჩენა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები