ათენში ძლიერი მიწისძვრა მოხდა, მოსახლეობა ქუჩებში გაიქცა – AP
საბერძნეთის დედაქალაქ ათენში დღეს, 19 ივლისს,
ძლიერი მიწისძვრა მოხდა.
მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 5.3 მაგნიტუდას
შეადგენდა.
AP-ს თანახმად, შეშინებული მოსახლეობა შენობებიდან ქუჩებში გაიქცა.
BBC-ის ცნობით კი, ბიძგების შედეგად დედაქალაქის ნაწილში
საკომუნიკაციო და ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები მწყობრიდან
გამოვიდა.
როგორც Greek Reporter ათენის ეროვნულ ობსერვატორიაზე დაყრდნობით
იუწყება, მიწისძვრის ეპიცენტრი საბერძნეთის დედაქალაქის
ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობდა.
სხვა დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არ არის.