მარნეულში გენდერული ბიუჯეტის შემუშავება იგეგმება
18 ივლისს, მარნეულის მერიაში გენდერული ბიუჯეტის შექმნაზე იმსჯელეს. როგორც ჩვენთან საუბარში GIPA-ს ლექტორი ნინო ლოლაძე აღნიშნავს,  გენდერული ბიუჯეტის შექმნა 9 მუნიციპალიტეტშია დაგეგმილი. 

ადგილობრივი თვითმმართველობის ფინანსისტთა ასოციაცია ახორციელებს პროექტს „გენდერული ბიუჯეტის შემუშავება მუნიცებშიიპალიტეტებში“ ეს არის გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN WOMEN) მიერ დაფინანსებული პროექტი. ერთ-ერთი მუნიციპალიტეტი არის მარნეული. ამ პროექტის ფარგლებში მოხდება მარნეულის მუნიციპალიტეტის ანალიზი რამდენად არის ბიუჯეტში გათვალისწინებული გენდერული ასპექტები. შემდგომ ამ ანალიზზე დაყრდნობით ექსპერტები მუნიციპალიტეტის ჩართულობით შეიმუშავებენ გენდერულ ბიუჯეტს.“ - თქვა ნინო ლოლაძემ

შეხვერას ესწრებოდნენ მარნეულის არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლები. 

ვიდრე აღნიშნული სამუშაოები ჩატარდება, მანამდე როგორც ლოლაძე ამბობს, საჭიროა ტრენინგების ჩატარება. გენდერული ბიუჯეტის საკითხებში ტრენინგი 2019 წლის სექტემბრის თვეში და 2020 წლის მაისში ჩატარდება.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები