სოფელ სამრეკლოში უბედურ შემთხვევის შედეგად 62 წლის მამაკაცი დაიღუპა
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამრეკლოში უბედურ შემთხვევის 62 წლის ასაკის მამაკაცი ემსხვერპლა.

როგორც ადგილობრივები ყვებიან, შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა მამაკაცი სატვირთო ავტომობილის შეკეთებას თავად ცდილობდა. ის სატვირთოს ქვეშ იმყოფებოდა, როდესაც მოულოდნელად ავტომობილი დაგორდა და მამაკაცმა დაზიანებები მიიღო.

ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, თუმცა დაშავებულის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით აღიძრა, რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები