რუსთავში მამაკაცი საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს
რუსთავში, მე-15 მიკრორაიონში, 35 წლამდე მამაკაცი გვიან ღამით საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი კონტაქტზე არ გამოდიოდა, რის შემდეგაც მისმა ახლობლემა 112-ში დარეკეს.

ადგილზე საპატრულო პოლიცია, სამაშველო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები იყვნენ მობილიზებული. მამაკაცს ძალადობის კვალი არ აღენიშნებოდა. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი კი ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

წყარო: tv4.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები