სიახლე
19 აგვისტოდან რუსთავი-თბილისის მარშრუტზე სამგზავრო ტარიფი იზრდება
რუსთავის საკრებულოს დადგენილებით, კომპანია “ინტერტრანსის” კუთვნილ 6 ლოტზე ტარიფი 1.80 ლარი ხდება.

მგზავრობის ღირებულება უცვლელი რჩება მოსკოვის გამზირის, “ისთ ფოინთის”, ლილოს, გლდანისა და უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმართულებით არსებულ მარშრუტებზე.

კომპანია “ინტერტრანსი“, რომელსაც რუსთავი-თბილისის მიმართულებით მგზავრები 11 მარშრუტზე გადაჰყავს, მგზავრობის ტარიფის გაზრდას თითქმის ერთი წელია ითხოვს. კომპანიაში აცხადებდნენ, რომ მგზავრობის საფასური არარეალურად დაბალი იყო და ინტერტრანსი ზარალზე მუშაობდა. მძღოლებმა მგზავრობის საფასური რამდენჯერმე თვითნებურადაც გაზარდეს, რასაც მოსახლეობის პროტესტი მოყვა.

წყარო: tv4.ge
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები