გურიაში ავტოავარიას 1 ადამიანი ემსხვერპლა, 8 კი დაშავდა
გურიაში, სოფელ ნიგვზიანთან ორი ავტომობილი
ერთმანეთს შეეჯახა.
ავტოავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა,
8 კი დაშავდა.
როგორც “ნეტგაზეთს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში
განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე
მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების
ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.