სიახლე
რადიო "მარნეული" იურიდიული განათლების მქონე გადაცემის წამყვანის ვაკანსიას აცხადებს

ჟურნალისტთა კავშირი „ხალხის ხმა“ (სათემო რადიო „მარნეული“) აცხადებს ვაკანსიას გადაცემის წამყვანის/ იურისტის პოზიციაზე მარნეულში.


 

“ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმა“ იწყებს  პროექტს “ Radio Marneuli Promotes Awareness of Legal & Human Rights to Ethnic Minority Group/ რადიო მარნეულის  ადამიანის უფლებების და სამართლებრივი გაცნობიერების მხარდაჭერა ეთნიკური ჯგუფებისთვის“ - რომელიც დაფინანსებულია დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში, აშშ-ის საელჩოს მიერ და მიზანმიმართულია სამართლებრივ საკითხებში  მარნეულის მულტიეთნიკური მოსახლების ცნობიერების ამაღლებაზე.

პროექტის ფარგლებში მომზადდება იურიდიული კონსულტაციები ყოველკვირეული რადიოგადაცემების ფორმატში, რაც ხელს შეუწყობს არაქართულენოვანი მოსახლების და სახელმწიფო უწყებებს შორის ეფექტური კომუნიკაციის ჩამოყალიბებას.

პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი ძირითადი აქტივობები:

  • ყოველკვირეული პირდაპირი ეთერის  გადაცემით „ ჩვენი უფლებები“ -  ქართულ და აზერბაიჯანულ ენებზე;
  • რადიო „მარნეულის“ ვებგვერდზე ორენოვანი მულტიმედია პუბლიკაცია ყველაზე აქტუალურ და მოთხოვნად სამართლებრივ საკითხებზე.
  • ორენოვანი ბეჭდური საინფორმაციო ბუკლეტების  მომზადება და გავრცელება მოსახლების იმ კატეგორიისათვის, რომლებსაც  ბეჭდური ვერსია ურჩევნია.

იურისტი/გადაცემის წამყვანი:

იურისტი/გადაცემის წამყვანი იმუშავებს მარნეულში, სათემო რადიო „მარნეულის„ ოფისში კვირაში ერთხელ -  ოთხშაბათს 13:00 საათზე 45 წუთიანი გადაცემის წამყვანად და გაუწევს მსმენელებს იურიდიულ, სამართლებრივ საკითხებზე კონსულტაციას პირდაპირი ეთერის მეშვეობით.

სამუშაო დატვირთვა: საკონტრაქტო მომსახურების საფუძველზე მოსამზადებელი სამუშაოები თავისუფალი გრაფიკით, ხოლო პროგრამის ეთერის უზრუნველყოფისთვის სამაუწყებლო გრაფიკის მკაცრ შესაბამისობაში. საკონტრაქტო მომსახურების დაწყების თარიღი: 2019 წლის 1 ოქტომბერი.

ხელშეკრულების ვადა: 11 თვე

ანაზღაურება: ერთი გადაცემის ჰონორარი 100 აშშ დოლარი (გადასახადების და საპენსიო შენატანის გათვალისწინებით) ეროვნული ვალუტის ეკვივალენტში.

იურისტი/ გადაცემის წამყვანის მოვალეობა:

v  იურისტი ვალდებულია სამუშაო ჯგუფთან ერთად წინასწარ განსაზღვროს გადაცემის თემა.

v   წინასწარ განსაზღვრულ თემაზე მოამზადოს სამართლებრივი კანონებიდან ამონარიდები, შესაბამისი პრაქტიკული მაგალითები, განმარტოს იურიდიული ტერმინოლოგია.

v  კვირაში ერთხელ პირდაპირი ეთერის მეშვეობით წაიყვანოს გადაცემა „ჩვენი უფლებები“

v  გადაცემის მსვლელობის დროს მოსახლეობის მხრიდან შემოსულ ზარებს და დასმულ  კითხვებს გასცეს კომპეტენტური პასუხი.

v  იურისტი/ წამყვანი ვალდებულია სამუშაო ჯგუფთან ერთად გამოკვეთოს პრიორიტეტები და გადაცემის ფარგლებში მომზადებული მასალის ადაპტაცია მოახდინოს  მულტიმედია და ბეჭდურ ფორმატზე.

კვალიფიკაცია:

  • უმაღლესი იურიდიული განათლება
  • 3 წლიანი  სამუშაო გამოცდილება სამოქალაქო სამართლის ან კერძო სამართლის მიმართულებით
  • კომუნიკაბელურობა
  • ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა (სასურველია აზერბაიჯანული ენის ცოდნა)

სააპლიკაციო დოკუმენტები:

განათლების დამადასტურებელი საბუთი (დიპლომის ასლი), CV

დაინტერესებულმა პირებმა საბუთები უნდა გამოაგზავნონ  ელ.პოსტის მისამართზე: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it ან მისამართზე  ქ. მარნეული, 3000, კ. გამსახურდიას ქ. #12 (რადიო „მარნეული“)

არასრულად მოწოდებული საბუთები არ განიხილება!


საბუთების მიღების ბოლო ვადაა: 2019 წლის 22 სექტემბერი.





FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
COVID-19-სთან ბრძოლაში რიჩარდ ლუგარის ცენტრის მნიშვნელობის ზრდასთან ერთად, კრემლისტური მედია, რომელიც წლებია ლაბორატორიასთან დაკავშირებით სხვადასხვა კონსპირაციას ავითარებს
სრულად
04:00 / 05.08.2020
დაიცავი დისტანცია