სიახლე
გახარიას გადადგომის მოთხოვნას უფრო მეტი ეთანხმება, ვიდრე არ ეთანხმება — NDI
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC-საქართველოს მიერ 19 სექტემბერს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, უფრო მეტია იმ ადამიანების რიცხვი, ვინც ეთანხმება შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნას, ვიდრე არ ეთანხმება.

კვლევის ეს ნაწილი კონცენტრირდება 20 ივნისის აქციის მოვლენებზე. დარბევის შესახებ გამოკითხულთა 92%-ისთვის იყო ცნობილი. ამ სეგმენტის 46% ამბობს, რომ ეთანხმება გახარიას გადადგომის მოთხოვნას, 39% კი ამბობს, რომ არ ეთანხმება; პასუხზე უარს 1% აცხადებს, 14% კი ამბობს, რომ არ იცის.

ჩაშლილი მონაცემების თანახმად, გახარიას გადადგომას სოფლად მცხოვრები ადამიანების გაცილებით მეტი პროცენტი ითხოვს, ვიდრე ქალაქად მცხოვრებლების.



FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია