მთავრობის საქმიანობას უარყოფითად 60% აფასებს – NDI
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და
CRRC-საქართველოს მიერ 19 სექტემბერს გამოქვეყნებული კვლევის
თანახმად, მთავრობის საქმიანობას უარყოფითად 60%
აფასებს.
ეს არის გაუარესებული მაჩვენებელი 2018 წლის დეკემბერთან შედარებით.
ამ დროს მთავრობის საქმიანობას 48% აფასებდა ცუდად.
მთავრობის საქმიანობას კარგად მხოლოდ მიმდინარე წლის ივლისში
მოსახლეობის 32% აფასებს. ეს მაჩვენებელი გასული წლის დეკემბერში 44%
იყო.
კვლევის ჩატარებისას პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე იყო,
შესაბამისად, გამოკითხვაში მონაწილეებს კითხვა დაუსვეს მის
საქმიანობასთან დაკავშირებითაც. ბახტაძის საქმიანობას საშუალოდ 43%
აფასებს, ცუდად 28%, დადებითად 14%. 15%-მა თქვა, რომ არ იცოდა პასუხი
ამ კითხვაზე
კვლევის საველე სამუშაოები 2019 წლის 13-29 ივლისს ჩატარდა და მისი
ცდომილება +/- 1.7-%-ია. სულ გამოიკითხა 2 131 ადამიანი.