ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს: “ოცნება” – 20%, ენმ – 9%, ევროპული საქართველო – 4% – NDI
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და
CRRC-საქართველოს მიერ 19 სექტემბერს გამოქვეყნებული კვლევის
თანახმად, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, “ქართულ
ოცნებას” მხარს მოსახლეობის 20% დაუჭერდა მხარს.
“ოცნება” პირველ არჩევნად გამოკითხულთა სწორედ
ამ ნაწილმა დაასახელა.
26% ამბობს, რომ არ იცის, ვის მისცემდა ხმას, 19% ხმას არცერთ პარტიას
არ მისცემდა, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას – 9%, უარი პასუხზე – 9%,
პატრიოტთა ალიანსი – 4%, ევროპული საქართველო – 4%.
კვლევის ჩატარების პერიოდში მამუკა ხაზარაძეს პოლიტიკური მოძრაობის
დაფუძნება ჯერ დააანონსებული არ ჰქონდა და, შესაბამისად, მასზე კითხვა
დასმული არ არის.
ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მონაწილეობას მიიღებდა
59%. ამ ადამიანების (ანუ, ვინც არჩევნებში მონაწილეობას აპირებს),
52%-ს არ აქვს გადაწყვეტილი, ვის მისცემს ხმას, 46%-ს კი ეს უკვე
გადაწყვეტილი აქვს.
კვლევის საველე სამუშაოები 2019 წლის 13-29 ივლისს ჩატარდა და მისი
ცდომილება +/- 1.7-%-ია. სულ გამოიკითხა 2 131 ადამიანი.