სიახლე
ედუარდ სააკაშვილი დეზინფორმაციას უწოდებს პოლიტიკაში მისი მოსვლის ცნობას
ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შვილი ედუარდ სააკაშვილი დეზინფორმაციას უწოდებს ფეისბუკზე გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ის პოლიტიკაში მიდის.

“ვიღაცამ მოიგონა ჩემი პოლიტიკური განცხადება – მსგავსი არაფერი დამიწერია.

ოდესმე პოლიტიკაში მოსვლა თუ მომინდა (არ ვაპირებ), ასეთი უაზრო განცხადებით ნამდვილად არ ვიზამ”, – წერს ედუარდ სააკაშვილი ფეისბუკზე.

შესაბამისი დეზინფორმაცია ფეისბუკ-გვერდმა “სირცხვილის კორიდორმა” გაავრცელა.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია