სიახლე
112-ზე გართობის მიზნით დარეკვისთვის მოსწავლეების მშობლები დაჯარიმდებიან
გადაუდებელი დახმარების ერთიან ნომერზე, 112-ზე დარეკვისთვის და ცრუ გამოძახებისთვის, მოსწავლეთა მშობლები, ან ბავშვის კანონიერი წარმომადგენლები დაჯარიმდებიან.

როგორც ცნობილი გახდა, სკოლებს სამინისტროდან დირექტივა უკვე მიეცათ, ყველა მოსწავლის მშობელს ხელი მოაწერინეს, თუ მათი შვილი 112-ზე ტყუილად დარეკავს, მაშინ მათ ჯარიმის გადახდა 100-დან 2500 ლარის ოდენობით მოუწევთ.

სკოლებში მოსწავლეებს სპეციალური ბროშურებიც დაურიგეს, სადაც მათ აფრთხილებენ შემდეგი ტექსტით:

„გახსოვდეს, შენი და ოპერატორის საუბარი იწერება! 112-ზე ცრუ ზარის განხორციელება ან/და გართობის მიზნით დარეკვა მკაცრად იკრძალება და ისჯება კანონით! 112-ზე გართობის მიზნით დარეკვის შემთხვევაში მშობელი ან ბავშვის კანონიერი წარმომადგენელი დაჯარიმდება თანხით 100-დან 2500 ლარამდე.

შეგახსენებთ, რომ გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომერი, 112, პოლიციის, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების და სახანძრო/სამაშველო სამსახურის გამოძახების მიზნით გამოიყენება.

წყარო: tv.ge
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია