სიახლე
პენსიონერ პედაგოგებს, რომლებმაც ჯილდოს სანაცვლოდ სკოლა დატოვეს, მერიამ საზეიმო დახვედრა მოუწყო
დღეს, 9 ოქტომბერს, მარნეულის მერიამ პენსიონერ მასწავლებლებს, რომლებმაც სკოლა ჯილდოს სანაცვლოდ დატოვეს, საზეიმო დახვედრა მოუწყვეს. საზეიმოდ დახვდნენ ასევე მარნეულის წარმატებულ პედაგოგებს.

მათ ყვავილების თაიგულები გადაეცათ.
ღონისძიების ბოლოს სამახსოვრო ტორტი გაიჭრა.

2019 წელს განათლების სამინისტროს შემოთავაზებას 261 მარნეულელი პედაგოგი დასთანხმდა, რომლებ საცფულადი ჯილდო გადაეცემათ. 
ასევე, სახელმწიფოსგან უზრუნველყოფილი იქნებიან სიცოცხლის ბოლომდე ჯანმრთელობის დაზღვევით.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სახელით, საქართველოს დამსახურებული მასწავლებელის სიგელი გადაეცა ღვაწლმოსილ პედაგოგს, იულია დარბაიძეს.

დამსახურებულ პედაგოგს მადლობის სიგელი და სამახსოვრო საჩუქრები მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა გადასცეს.











სურათები აღებული მარნეულის მერის ზაურ დარგალის Facebook  გვერდიდან

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები