სიახლე
სპეცოპერაცია ფონიჭალაში - ნარკოდანაშაულზე ერთი ქალი დააკავეს (ვიდეო)
სპეცოპერაცია ფონიჭალაში - დასახლებაში სპეც-რაზმი გამთენიისას გამოჩნდა. ოპერაციის შედეგად დაკავებულია ერთი ქალი.

დაკავებული ნარკოდანაშაულშია ეჭვმიტანილი. დაკავებულის სახლში ჩხრეკა ჩატარდა. დეტალურ ინფორმაციას ჩატარებული სპეც-ოპერაციის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო დღის განმავლობაში გაავრცელებს.

დეტალების გარკვევას “კურიერის” გადამღები ჯგუფი დაკავებულის ოჯახის წევრებთან შეეცადა, თუმცა ისინი საკმაოდ აგრესიულები იყვნენ. სპეცოპერაცია ფონიჭალაში რამდენიმე დღის წინაც ჩატარდა, სამართალდამცველებმა მაშინ ერთი მამაკაცი აიყვანეს.

წყარო: rustavi2.ge
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია