სიახლე
სალომე ზურაბიშვილი ომის ვეტერანებს ვეტერანთა დღეს ულოცავს
საქართველოს პრეზიდენტი ომის ვეტერანებს ვეტერანთა დღეს ულოცავს.

როგორც სალომე ზურაბიშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს, სახელმწიფოს მიერ ჯარის მიმართ დამოკიდებულება აისახება პირველ რიგში, ვეტერანებისთვის შექმნილ პირობებში.

„სახელმწიფო იმით ფასდება, საკუთარ ჯარს როგორ უვლის და პატივს სცემს. ჯარის მიმართ დამოკიდებულება კი აისახება პირველ რიგში ვეტერანთათვის სახელმწიფოს მიერ შექმნილ პირობებში, საზოგადოებისგან მათ დაფასებაში. გილოცავთ ვეტერანთა დღეს“, – წერს სალომე ზურაბშვილი.

საქართველოში ვეტერანის დღე 2014 წლიდან აღინიშნება. 1995 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა შესახებ“, რაც შემდგომში ვეტერანის დღის დაწესების საფუძველი გახდა.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია