ვაზისუბნის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ფეხით მოსიარულე ემსხვერპლა
თბილისში, ვაზისუბნის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ფეხით მოსიარულე ემსხვერპლა.

როგორც საქართველოს პირველ არხს შსს-ში განუცხადეს, შანდორ პეტეფის ქუჩაზე მსუბუქი ავტომობილი ქალს დაეჯახა შემდეგ კი სამ ავტომობილს შეეჯახა.

წინასწარი ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები