ვაზისუბნის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ფეხით მოსიარულე ემსხვერპლა
თბილისში, ვაზისუბნის გზაზე ავტოსაგზაო
შემთხვევას ფეხით მოსიარულე ემსხვერპლა.
როგორც საქართველოს პირველ არხს შსს-ში განუცხადეს, შანდორ პეტეფის
ქუჩაზე მსუბუქი ავტომობილი ქალს დაეჯახა შემდეგ კი სამ ავტომობილს
შეეჯახა.
წინასწარი ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლი ნასვამ
მდგომარეობაში იმყოფებოდა.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით
მიმდინარეობს.