ჭიათურაში, დარკვეთის მაღაროში, ახალგაზრდა მაღაროელი დაიღუპა
17 ოქტომბრის, საღამოს 10 საათისთვის, ჭიათურაში, დარკვეთის მაღაროში ახალგაზრდა მაღაროელი დაიღუპა. დამსაქმებლის, „ჯორჯიან მანგანეზის“ თანახმად, დაღუპულია 29 წლის გ.ბ..

როგორც „ნეტგაზეთს“ პროფკავშირებიდან აცნობეს, მას მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

ადგილობრივი პროფკავშირის წარმომადგენლის თანახმად, იგი სავარაუდოდ მანქანასა და კედელს შორის არის მოყოლილი.

„ჯორჯიან მანგანეზის“ თანახმად, წინასწარი ინფორმაციით, ინციდენტი სანგრევი სამუშაოების დროს მოხდა და „გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ცნობილი არ არის“.

შსს-ში „ნეტგაზეთს“ დაუდასტურეს მუშის გარდაცვალება, თუმცა დაღუპვის გარემოებები არ დაუზუსტებიათ.

გამოძიება სისხლის სამართლის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები