მარნეულელ ახალგაზრდებს, საქართველოს ეკონომიკაზე, სემინარი ჩაუტარდათ
დღეს, 18 ოქტომბერს, მარნეულის „ჩაის სახლში“ საქართველოს ეკონომიკაზე, პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.

როგორც ჩვენთან საუბრისას პროფესორმა ლადო პაპავამ თქვა, დღეისათვის საქართველოსათვის ყველაზე მთავარია რომ შეიქმნას ცოდნაზე დაფუძვნებული ეკონომიკა.

„ამის გარეშე ჩვენ გვექნება მხოლოდ გადარჩენის ეკონომიკა, ანუ ის ეკონომიკა რომ შიმშილით არ მოვკვდეთ. ჩემი მიზანიც სწორედ ისაა, რომ ახალგაზრდებს დავანახო, რომ საქართველოს მომავალი პერსპექტივა მხოლოდ მაღალი დონის განათლების მქონე ადამიანების მომრავლებაშია“ - ამბობს ლადო პაპავა

პროფესორის თქმით, საქართველოს ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელია, რომ ქვეყანამ მაღალტექნოლოგიური პროდუქტების წარმოება დაიწყოს.

მარნეულელ ახალგაზრდებთან შეხვედრა საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობის კვლევის ფონდის პროექტის ფარგლებში გაიმართა. მარნეულელებისათვის სემინარები ასევე გაიმართება საქართველოს უსაფრთხოების, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სხვა, საქართველოსათვის აქტუალურ თემებზე.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები