თელავში, გაზგასამართ სადგურთან, მანქანა აფეთქდა – დაღუპულია ერთი ადამიანი
შსს-ს ინფორმაციით, თელავში, გაზგასამართ სადგურთან ავტომობილი აფეთქდა, რის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.

მომხდარზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

Foto: 1tv.ge

წყარო: ნეთგაზეთი
Print