შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი მკვლელობა გახსნა - დაკავებულია 1 პირი
12:22 / 15.11.2019
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის
დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი
მკვლელობის ფაქტი გახსნეს.
სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის
უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, თბილისში დააკავეს 1984
წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ბ.კ.
დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ ბ.კ.-მ თბილისის ზღვის
შემოვლითი გზის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან
რამდენიმე გასროლით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა 1983 წელს დაბადებულ
ნ. ც.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული ჭრილობების
შედეგად, ნ. ც. ადგილზე გარდაიცვალა.
განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო
შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე
მუხლით, ასევე, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით
მიმდინარეობს.