სიახლე
“ახლა მნიშვნელოვანი იქნება გამოსავლის მოძებნა” – ჰარცელი ივანიშვილს შეხვდა
ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა დატოვა “ქართული ოცნების” ოფისი, სადაც ის ბიძინა ივანიშვილს და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს შეხვდა.

ჰარცელის თქმით, მან გუშინაც განაცხადა, რომ პარლამენტში განვითარებული მოვლენები დააზიანებდა ნდობას პოლიტიკურ პარტიებს შორის, საზოგადოების ფართო ჯგუფებს შორის და გაზრდიდა პოლარიზაციის რისკს და რაც ვნახეთ კენჭისყრის შემდეგ, ზუსტად ამას ადასტურებს.

“დასანანია, რაც მოხდა. რასაც ახლა ვაკეთებ, ისაა, რომ მაქვს კონსულტაციები ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლებთან, რადგან ახლა მნიშვნელოვანი იქნება გამოსავლის მოძებნა”, – განაცხადა ჰარცელმა.

ელჩის თქმით, ის გააგრძელებს შეხვედრებს ოპოზიციის წარმომადგენლებთანაც. “ქართული ოცნების” ოფისში იმყოფებიან ბიძინა ივანიშვილი, არჩილ თალაკვაძე და ირაკლი კობახიძე. ადგილზე სასტვენებით და პლაკატებით მივიდნენ “სირცხვილიას” აქტივისტები, რომლებიც ხელისუფლებას პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის დაპირების შესრულებას მოუწოდებენ.



საქართველოს პარლამენტმა 14 ნოემბერს ჩააგდო კანონპროექტი 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ. ამის შემდეგ პარლამენტთან დაიწყო დემონსტრაციები ხელისუფლების წინააღმდეგ. აქციის მონაწილეები ითხოვენ ვადამდელი არჩევნების ჩატარებას პროპორციული სისტემით, ასევე გარდამავალი მთავრობის დაფუძნებასა და საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლას.

20-21 ივნისის აქციების შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა და “ქართულმა ოცნებამ” გასცეს დაპირება, რომ პროპორციული სისტემით არჩევნებს, ნაცვლად 2024 წლისა, 2020 წელს ჩატარებდნენ.

თუმცა, პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტის განხილვისას მმართველი გუნდის დეპუტატების ნაწილმა თქვა, რომ მათ დაპირების შესრულება გადაიფიქრეს. ოპოზიცია მიიჩევს, რომ რეალურად, დაპირების შესრულება ბიძინა ივანიშვილმა გადაიფიქრა და ფარსი გაითამაშა.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
COVID-19-სთან ბრძოლაში რიჩარდ ლუგარის ცენტრის მნიშვნელობის ზრდასთან ერთად, კრემლისტური მედია, რომელიც წლებია ლაბორატორიასთან დაკავშირებით სხვადასხვა კონსპირაციას ავითარებს
სრულად
04:00 / 05.08.2020
დაიცავი დისტანცია