სიახლე
საკრებულოს გადაწყვეტილებით, ამიერიდან ტაქსების “ბამპერიც” თეთრი ფერის უნდა იყოს
თბილისის საკრებულომ ტაქსების რეგულირების წესში ცვლილება შეიტანა, რომლის მიხედვითაც მანქანის ყველა დეტალი, მათ შორის, “ბამპერი” თეთრი ფერის უნდა იყოს.

შესაბამისი გადაწყვეტილება თბილისის საკრებულომ 8 ნოემბერს მიიღო. გამონაკლისია ის შემთხვევა, როდესაც ძარის ზედა ნაწილი (სახურავი) შუშისაა. აღსანიშნავია, რომ ეს ცვლილება მხოლოდ A კატეგორიის ტაქსებს ეხება.

“მიუღებელია ბამპერები თეთრად შეღებილი არ იყოს” – ეს განცხადება 23 ოქტომბერს თბილისის მერმა გააკეთა. კახა კალაძის თქმითვე, ტაქსის მძღოლები, რომელთა ავტომობილებიც არ იქნება სრულად თეთრი ფერის, დაჯარიმდებიან.

თეთრი ფერის ტაქსების რეგულაცია ძალაში 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან შევიდა. თბილისის მერიის ახალი რეგულაციით, ტაქსის მომსახურებას კლიენტებს ვეღარ გაუწევენ სამკარიანი და მარჯვენასაჭიანი ავტომობილები. გარდა ამისა, ტაქსით მომსახურების შესაბამისი ლიცენზიის გარეშე განხორციელება 200 ლარით ჯარიმდება.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია