სიახლე
აქციის დაშლის შემდეგ კლინიკებში 3 პირია გადაყვანილი – სამინისტრო
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პარლამენტთან 18 ნოემბრის აქციის დაშლის შემდეგ სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებმა სამედიცინო დაწესებულებებში სულ სამი პაციენტი გადაიყვანეს.

მათ შორის ერთი პოლიციელია, რომელსაც ჭრილობა აქვს მიყენებული თავის არეში და გადაყვანილია კავკასიის მედიცინისცენტრში. მას უტარდება შესაბამისი კვლევები.

სამინისტროსვე ინფორმაციით, 44 წლის ერთი მოქალაქე გულ-მკერდის არეში ტკივილით შეყვანილია ინგოროყვას კლინიკაში. მისი ზოგადი მდგომარეობადამაკმაყოფილებელია და ამჟამად კვლევის პროცესშია. მესამე პაციენტი კი გადაყვანილია “ნიუ ჰოსპიტალსში” – 27 წლის მამაკაცი, რომელმაც ხალხის მასაში მოქცევის შედეგად გონება დაკარგა. მისი მდგომარეობა ასევე სტაბილურია.

აქციის დაშლის შედეგად დღეს ადმინისტრაციული წესით, სულ მცირე, 18 პირია დაკავებული. მათ პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევასა და ხულიგნობას ედავებიან.


FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
COVID-19-სთან ბრძოლაში რიჩარდ ლუგარის ცენტრის მნიშვნელობის ზრდასთან ერთად, კრემლისტური მედია, რომელიც წლებია ლაბორატორიასთან დაკავშირებით სხვადასხვა კონსპირაციას ავითარებს
სრულად
04:00 / 05.08.2020
დაიცავი დისტანცია