სიახლე
არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას ორი შეთავაზებით მიმართავს
პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას ორი შეთავაზებით მიმართავს – პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით დებატები გადაიტანონ პარლამენტში და გააგრძელონ მუშაობა ეუთოს რეკომენდაციების ფარგლებში საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწაზე.

ამ შეთავაზების მიუხედავად, თალაკვაძე ამბობს, რომ 2020 წლის საპარტლამენტო არჩევნები ჩატარდება დემოკრატიულ და თავისუფალ გარემოში, “იმ მოდელით და თანმიმდევრობით, როგორც ეს არის დღეს კონსტიტუციაში ასახული”.

“მე ვთავაზობ ოპოზიციას, საკითხების განხილვა მოხდეს საპარლამენტო დებატების ფორმატში, თუ მათ აქვთ არგუმენტები და შეუძლიათ დაარწმუნონ ფართო საზოგადოება და არა მხოლოდ მათი მხარდაჭერების ის ნაწილი, ვინც დღეს პროტესტს გამოხატავს, გამოიყენონ საპარლამენტო დებატების ნაწილი, ჩაერთონ დებატებში და დაუმტკიცონ საზოგადოებას, რომ ეს არგუმებნტები ღირს იმ დესტაბილიზაციის მცდელობად (რა თქმა უნდა, არ ღირს), რომელსაც ისინი მიმართავდნენ. რა თქმა უნდა, არ ღირს.

მეორე შეთავაზებაა, რომ ეუთო-ს რეკომენდაციების ფარგლებში საარჩევნო კანონმდებლობაზე მუშაობის პროცესი გავაგრძელოთ, ვინაიდან ამ სამუშაო პროცესის ფარგლებში ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან, პოლიტიკურ პარტიებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად განვიხილავთ არჩევნებისთვის ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს, რომელიც 2020 წლის არჩევნებისთვის იქნება მნიშვნელოვანი. მივმართავ ოპოზიციას, გამოიყენოს ეს შესაძლებლობა, ჩაერთოს პროცესში, რათა ჩვენ საშემოსდგომო სესიაზე ბოლომდე მივიყვანოთ ეუთო-ს რეკომენდაციების მიხედვით დაწყებული რეფორმა“,
– განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.



სპეცდანიშნულების რაზმებმა 18 ნოემბერს პარლამენტის მიმდებარედ აქცია დაშალეს და საკანონმდებლო ორგანოს ბლოკირებული შესასვლელები გაათავისუფლეს. ბიუროს სხდომის ჩატარება რამდენიმესაათიანი დაგვიანებით სწორედ ამის შემდეგ გახდა შესაძლებელი.

ოპოზიცია უკვე რამდენიმე დღეა მართავს აქციას, რომლის მთავარი მოთხოვნაც ხელისუფლების გადადგომა და ვადამდელი არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებაა.

საქართველოში აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც “ქართულმა ოცნებამ” არ შეასრულა დანაპირები, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით უნდა ჩატარებულიყო.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
COVID-19-სთან ბრძოლაში რიჩარდ ლუგარის ცენტრის მნიშვნელობის ზრდასთან ერთად, კრემლისტური მედია, რომელიც წლებია ლაბორატორიასთან დაკავშირებით სხვადასხვა კონსპირაციას ავითარებს
სრულად
04:00 / 05.08.2020
დაიცავი დისტანცია