რას ვყიდულობთ ჩინეთისგან - TOP-5 პროდუქტი
2019 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 10 366.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 0.5 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 3 035.7 მლნ აშშ დოლარს (10.4 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 7 331.2 მლნ აშშ დოლარს (3.1 პროცენტით ნაკლები) შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების სამეულში ჩინეთი მე-3 პოზიციას იკავებს, ასევე სამეულში ბოლო პოზიციაზეა ჩინეთი იმპორტის თვალსაზრისითაც. კერძოდ, ჩინეთიდან იანვარ-ოქტომბერში 721 234.7 ათასი აშშ დოლარის იმპორტი განხორციელდა.

რაც შეეხება პროდუქტებს, რაც ჩინეთიდან შემოგვაქვს, ჩამონათვალში ლიდერობს:
  • ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან სიგანით 600 მმ ან მეტი - 25 281 000 აშშ დოლარი;
  • მოწყობილობები ჰაერის კონდიცირებისათვის - 21 440 400 აშშ დოლარი;
  • რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები (ახალი) - 18 062 300 აშშ დოლარი;
  • გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები - 17 851 400 აშშ დოლარი;
  • პოლიაცეტალები, პოლიეთერები მარტივი სხვა და ფისები ეპოქსიდისა პირველადი ფორმებით - 15 938 300 აშშ დოლარი.

წყარო: BPN
Print