სიახლე
აქციის მონაწილეებმა ეროვნულ ბიბლიოთეკასთან გადაინაცვლეს [ფოტო]
პარლამენტთან აქციის მონაწილეებმა ეროვნულ ბიბლიოთეკასთან გადაინაცვლეს. როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იტყობინება, ოპოზიციის ლიდერებმა მოითათბირეს, ბიბლიოთეკასთან მოაწყონ აქცია, სადაც იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი უნდა მივიდეს.

„თეა წულუკიანმა უნდა იგრძნოს, რომ საზოგადოება ძალიან ცუდად არის განწყობილი ამ პოლიტიკური კლოუნის მიმართ“, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა გიგა ბოკერიამ.

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის რამდენიმე მონაწილე რჩება. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები.



FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია