სიახლე
სოფო კილაძე - შეიძლება ოპოზიციას არ სჯერა ან არ უნდა დაიჯეროს, მაგრამ ჩვენ გადაწყვეტილებას ყოველთვის დემოკრატიულად ვიღებთ
მე არ მგონია, სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის შესახებ ჩემი რამდენიმე კოლეგის ინიციატივას ექნება მხარდაჭერა იმიტომ, რომ დიდმა ნაწილმა ბოლო კენჭისყრის დროს მხარი დაუჭირა სწორედ პროპორციულ სისტემას 2020 წლის არჩევნებისთვის, - ასე გამოეხმაურა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე დეპუტატების ნაწილის ინიციატივას, სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით.

მისი განცხადებით, უმრავლესობის წევრები ყოველთვის დემოკრატიულად იღებენ გადაწყვეტილებას.

„უმრავლესობის სხდომებზე ჩვენ განვიხილავთ სხვადასხვა ინიციატივებს და საკითხებს. შეიძლება ოპოზიციას ეს არ სჯერა ან არ უნდა დაიჯეროს, მაგრამ ჩვენ გადაწყვეტილებას ყოველთვის დემოკრატიულად ვიღებთ და თითოეულ წევრს აქვს თავისი აზრის დაფიქსირების შესაძლებლობა. ამ შემთხვევაში, მე არ მგონია, რომ ჩემი რამდენიმე კოლეგის ამ ინიციატივას ექნება მხარდაჭერა იმიტომ, რომ დიდმა ნაწილმა ბოლო კენჭისყრის დროს მხარი დაუჭირა სწორედ პროპორციულ სისტემას 2020 წლის არჩევნებისთვის.

2024 წლის არჩევნებისთვის ჩვენ ისედაც მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მთლიანად გადავიდეთ პროპორციულ სისტემაზე საკონსტიტუციო ცვლილებების ფარგლებში და ამიტომ, არ მგონია, რომ ამ ინიციატივას ჰქონდეს საკონსტიტუციო უმრავლესობის მხარდაჭერა”,- განაცხადა კილაძემ.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
COVID-19-სთან ბრძოლაში რიჩარდ ლუგარის ცენტრის მნიშვნელობის ზრდასთან ერთად, კრემლისტური მედია, რომელიც წლებია ლაბორატორიასთან დაკავშირებით სხვადასხვა კონსპირაციას ავითარებს
სრულად
04:00 / 05.08.2020
დაიცავი დისტანცია