სიახლე
ინდოეთში პოლიციამ ახალგაზრდა ქალის გაუპატიურების და დაწვის ბრალდებით დაკავებული ოთხი მამაკაცი მოკლა
ინდოეთის პოლიციამ ოთხი მამაკაცი მოკლა, რომლებიც ახალგაზრდა ვეტერინარის გაუპატიურებისთვის იყვნენ დაკავებული. პოლიციაში აცხადებენ, რომ მამაკაცები გაქცევას შეეცადნენ, რა დროსაც პოლიციამ მათი მისამართით ცეცხლი გახსნა.

ადგილობრივი კომისრის თქმით, სასწრაფო სამედიცინო დახმარებას ოთხივე მათგანი გარდაცვლილი დახვდა.

მედია საეჭვოდ მიიჩნევს პოლიციის ახსნა-განმარტებებს, რადგან, როგორც „ალ ჯაზირა“ წერს, გაურკვეველია, რატომ იყვნენ ერთ საქმეზე დაკავებული ადამიანები მოთავსებულნი ერთ საკანში.

შეგახსენებთ, ახალგაზრდა ქალი 28 ნოემბერს ჰიდერაბადის მახლობლად გააუპატიურეს და შემდეგ დაწვეს. ფაქტმა ქვეყანაში მასშტაბური საპროტესტო აქციები გამოიწვია. მომიტინგეები დაკავებულების ლინჩის წესით დასჯას ითხოვდნენ.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
COVID-19-სთან ბრძოლაში რიჩარდ ლუგარის ცენტრის მნიშვნელობის ზრდასთან ერთად, კრემლისტური მედია, რომელიც წლებია ლაბორატორიასთან დაკავშირებით სხვადასხვა კონსპირაციას ავითარებს
სრულად
04:00 / 05.08.2020
დაიცავი დისტანცია