თბილისში, სავარაუდოდ, გაზის გაჟონის შედეგად ქალი დაიღუპა
13:45 / 09.12.2019
თბილისში, ნაძალადევის რაიონში, სავარაუდოდ,
ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად ერთი ადამიანი
დაიღუპა.
ამის
შესახებ ნეტგაზეთს “თბილისი ენერჯიში” განუცხადეს. როგორც ექიმმა მაია
თოფჩიშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალია.
შსს-ში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის
240-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის,
ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების
დარღვევა გულისხმობს. შსს-ს ცნობითვე, შემთხვევა გუშინ, 8 დეკემბერს
მოხდა.