სიახლე
მდინარაძე 2024 წლის საარჩევნო მოდელზე ივანიშვილის ახალ ინიციატივას აანონსებს
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ახალ ინიციატივას აანონსებს, რომელიც 2024 წლის არჩევნების მოდელს ეხება.

როგორც მდინარაძემ იმედის ეთერში განაცხადა, უნდა მოხდეს უმრავლესობის წევრი იმ მაჟორიტარების, რომლებიც სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლას ითხოვენ და მმართველი გუნდის დანარჩენი წევრების პოზიციების დაახლოება. მისი თქმით, ეს ინიციატივა, რომელიც ბიძინა ივანიშვილისგან მოდის, სწორედ ამ საკითხებს ეხება.

“შემიძლია ექსკლუზიურად გითხრათ, რომ 2 საათზე მეტი ხნის განმავლობაში პარტიის ლიდერთან ვისხედით და რაღაც საკითხებს გავდიოდით რამდენიმე ადამიანი, პარტიის და უმრავლესობის ხელმძღვანელებზეა საუბარი და გაკრვეული მოსაზრებები არსებობს, მათ შორის ბატონ ბიძინას აქვს გარკვეული მოსაზრებები ამასთან დაკავშირებით. ჩვენ ხვალ დილით კიდევ გავივლით რაღაც დეტალებს”, – განაცხადა მდინარაძემ.

მან არ დააკონკრეტა რა სახის ინიციატივაზეა საუბარი, თუმცა იმედი გამოთქვა, რომ ის ხელს შეუწყობს შიდა კონსენსუსს მაჟორიტარებსა და “ოცნების” დანარჩენ წევრებს შორის.

“სხვა გზაც არ გვაქვს, პოზიციები უნდა დავაახლოოთ”.

მისი თქმით, ეს ინიციატივა არ გულისხმობს, ერთი მხრივ, სრულად მაჟორიტარულ მოდელს, რაც მაჟორიტარების ნაწილი ითხოვს და არც იმას, რომ 2024 წელს “უნდა დავთმოთ პროპორციული სისტემა”.

როგორც ცნობილია, “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის საჯარო დაპირების მიუხედავად პარლამენტში ჩავარდა კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი, რომლის მიხედვითად ქვეყანა სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე 2020 წელსვე გადადიოდა. პროექტის ჩავარდნის მიზეზი უმრავლესობის წევრი ის მაჟორიტარები არიან, რომლებმაც ან თავი შეიკავეს კენჭისყრაში მონაწილეობისაგან ან წინააღმდეგ მისცეს ხმა. ახლა უმრავლესობის წევრი მაჟორიტართა ნაწილი აპირებს ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტის ინიცირებას, რომლის მიხედვითაც ქვეყანა 2-პალატიან და სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე უნდა გადავიდეს, რომელსაც აშშ-ს მსგავსად სენატორები ეყოლება. მოქმედი კონსტიტუციით გათვალისწინებულია, რომ 2024 წლის არჩევნები სრულად პროპორციული წესით უნდა ჩატარდეს.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
COVID-19-სთან ბრძოლაში რიჩარდ ლუგარის ცენტრის მნიშვნელობის ზრდასთან ერთად, კრემლისტური მედია, რომელიც წლებია ლაბორატორიასთან დაკავშირებით სხვადასხვა კონსპირაციას ავითარებს
სრულად
04:00 / 05.08.2020
დაიცავი დისტანცია