სიახლე
საპენსიო სააგენტოს დირექტორი თანამდებობას ტოვებს
საპენსიო სააგენტოს დირექტორი ლევან სურგულაძე თანამდებობას ტოვებს. მისი თქმით, სამეთვალყურეო საბჭოს ერთი კვირის წინ მიმართა და თანამდებობის დატოვებას 16 იანვრიდან გეგმავს.

საპენსიო სააგენტოს განცხადებით, სამეთვალყურეო საბჭომ განცხადება უნდა განიხილოს და გადაწყვეტილება მიიღოს. სურგულაძე აღნიშნავს, რომ თუ სამეთვალყურეო საბჭო მის განცხადებას არ დაკმაყოფილებს, იგი მზად არის "რეფორმის მასშტაბურიბიდან გამომდინარე", დაკავებულ თანამდებობაზე მუშაობა განაგრძოს.

სურგულაძე სააგენტოს ერთი წლისა და სამი თვის განმავლობაში ხელმძღვანელობს. მან 11 თვეში (აგვისტოს მონაცემებით) ანაზღაურების სახით 157 500 ლარი მიიღო.

წყარო: On
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
COVID-19-სთან ბრძოლაში რიჩარდ ლუგარის ცენტრის მნიშვნელობის ზრდასთან ერთად, კრემლისტური მედია, რომელიც წლებია ლაბორატორიასთან დაკავშირებით სხვადასხვა კონსპირაციას ავითარებს
სრულად
04:00 / 05.08.2020
დაიცავი დისტანცია