1962 წელს გადაღებული ვიდეო ამტკიცებს, რომ თბილისის ზოოპარკში ჟირაფები იყვნენ
1962 წელს გადაღებული ვიდეო ამტკიცებს, რომ თბილისის ზოოპარკში ჟირაფები ჰყავდათ. ფრაგმენტს კინოსიუჟეტიდან “საბჭოთა საქართველო” საქართველოს ეროვნული არქივი ავრცელებს.

სიუჟეტის მიხედვით, ჟირაფებს ბობი და ნე ერქვათ.

მანამდე, თბილისის ზოოპარკში ჟირაფების ყოფნაზე ურთიერთგამომრიცხავი ცნობები არსებობდა. 2016 წელს “რადიო თავისუფლებისთვის” მიცემულ ინტერვიუში თბილისის ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე ამბობდა, რომ ჟირაფების შესახებ ზუსტი ცნობები ზოოპარკს არ მოეპოვება, თუმცა არსებობს 50-60 იან წლებში გადაღებული ერთი ფოტო, სადაც ჟირაფია ასახული:

„ზუსტი ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით არ არსებობს, მაგრამ ვიპოვეთ რაღაც ფოტო, რომელზეც გამოსახულია ჟირაფი. საკმაოდ დიდი ხნის წინ არის გადაღებული, ალბათ გასული საუკუნის 50-60-იან წლებში, თუმცა თარიღი მითითებული არ არის. ასევე არ გვაქვს არანაირი სხვა ჩანაწერი… ერთ-ერთ ვოლიერშია ჟირაფი გადაღებული. მოარული ხმებით გაგვიგია, რომ რამდენიმე დღე ჰყოლიათ და მერე მოუკვდათ“ – უთხრა ზურაბ გურიელიძემ რადიო თავისუფლებას.

ეროვნული არქივის მიერ გავრცეელბული კადრებით კი დასტურებდა, რომ თბილისის ზოოპარკში ჟირაფები მართლაც ჰყავდათ:

წყარო: ნეთგაზეთი
Print