საქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები ლაგოდეხთან დღეს, თბილისის დროით 10:30 საათზე დაფიქსირდა.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პირველადი მონაცემებით, მიწისძვრის სიმძლავრე 3.2 მაგნიტუდას შეადგენდა.

მიწისძვრის ეპიცენტრი დაღესტანში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 9 კმ-ში იყო.

წყარო: ინტერპრესნიუსი
Print