შსს-მ გიგი უგულავასა და გოკა გაბაშვილზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო
„ევროპული საქართველოს” წევრების გიგი უგულავასა და გოკა გაბაშვილზე თავდასხმის ფაქტზე შინაგან საქმეთ სამინისტრომ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, უგულავა, გაბაშვილი და ინციდენტში მონაწილე კიდევ ორი პირი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში იმყოფებიან.

შსს-ს ცნობით, ჯერჯერობით დაკავებული არავინაა და საქმეზე მოკვლევა მიმდინარეობს.

ცნობისთვის, გიგი უგულავასა და გოკა გაბაშვილს თავს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაესხნენ.

წყარო: ინტერპრესნიუსი
Print