მარჯანიშვილის მეტროსთან ორი პირი დაჭრეს
11:27 / 12.12.2019
თბილისში მარჯანიშვილის მეტროსთან ორი პირი
დაჭრეს. ინციდენტი დღეს, 11 დეკემბერს მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიება სისხლის
სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეშვიდე ნაწილითა და 236-ე
მუხლითდაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და
ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან
ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა,
ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებას
გულისხმობს.