სიახლე
პარლამენტთან დაკავებულთა სია
“ახალი საქართველოს” გენერალური მდივნის, პაატა მანჯგალაძის თანახმად, პარლამენტთან დილას, სულ მცირე, 10 ადამიანი დააკავეს.

ესენი არიან:

1) გიორგი ვაშაძე (გაერთიანებული ოპოზიციის წევრი)
2) გიორგი თევდორაძე (ენმ)
3) ბესო გაზდელიანი (ენმ)
4) გურამ ჩალაგაშვილი (გამარჯვებული საქართველოსთვის)
5) ზურაბ კოსტავა
6) დათო კაკაურიძე
7) კახაბერ მაჩიტიძე

“სირცხვილიას” ერთი აქტივისტი

და კიდევ ორი ადამიანი, რომლის ვინაობაც ჯერ არ იციან.

მანჯგალაძის ინფორმაციით, ისინი კახეთის გზატკეცილზე, ცენტრალურ ადმინისტრაციულ შენიბაში არიან გადაყვანილები.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, ვაჟა სირაძის თქმით, დაკავების ძირითადი საფუძველი პოლიციისადმი დაუმორჩილებლობაა.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
COVID-19-სთან ბრძოლაში რიჩარდ ლუგარის ცენტრის მნიშვნელობის ზრდასთან ერთად, კრემლისტური მედია, რომელიც წლებია ლაბორატორიასთან დაკავშირებით სხვადასხვა კონსპირაციას ავითარებს
სრულად
04:00 / 05.08.2020
დაიცავი დისტანცია