სიახლე
ბიუჯეტში სათამაშო ბიზნესიდან შესული თანხა შემცირდა
სახელმწიფო ბიუჯეტში 10 თვის განმავლობაში სათამაშო ბიზნესიდან მოსაკრებლის სახით 97,492 მლნ ლარი შევიდა, რაც 8%-ით ნაკლების წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2018 წლის იანვარ-ოქტომბერში აზარტულმა ბიზნესმა ქვეყნის მთავარ ხაზინაში მოსაკრებლის სახით 105,985 მლნ გადაიხადა. ამის შესახებ ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე) 7 თვის ანგარიშშია აღნიშნული.

რაც შეეხება 2019 წლის იანვარ-ოქტომბერს წამახალისებელი გათამაშებიდან ბიუჯეტში შევიდა 5 448 292 ლარი, სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობიდან - 9 305 438 ლარი, სათამაშო აპარატებიდან - 52 461 133 ლარი, კლუბის მაგიდიდან - 913 209 ლარი, სამორინეს მაგიდიდან - 29 042 851 ლარი.

ცნობისთვის, 2018 წელს სათამაშო ბიზნესის ბრუნვა 128%-ით გაიზარდა. კერძოდ, თუ 2017 წელს სექტორის ბრუნვა 6,05 მილიარდი იყო, 2018 წელს ამ მაჩვენებელმა 13,806 მილიარდამდე მოიმატა.

წყარო: BPN
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
COVID-19-სთან ბრძოლაში რიჩარდ ლუგარის ცენტრის მნიშვნელობის ზრდასთან ერთად, კრემლისტური მედია, რომელიც წლებია ლაბორატორიასთან დაკავშირებით სხვადასხვა კონსპირაციას ავითარებს
სრულად
04:00 / 05.08.2020
დაიცავი დისტანცია