სიახლე
უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ საქართველოს პარლამენტმა 14 კანდიდატი დაამტკიცა
საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს უყარეს კენჭი. პარლამენტმა წარდგენილი 19 კანდიდატიდან მხარი დაუჭირა 14 მათგანს, ხუთ კანდიდატს კი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობაზე უარი ეთქვა.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა შემდეგ კანდიდატებს: მერაბ გაბინაშვილი (86 მომხრე, ერთი წინააღმდეგი); მირანდა ერემაძე (83 მომხრე, ერთი წინააღმდეგი); მამუკა ვასაძე (88 მომხრე, არც ერთი წინააღმდეგი); მაია ვაჩაძე ( 90 მომხრე, არც ერთი წინააღმდეგი); თამარ ზამბახიძე (89 მომხრე, არც ერთი წინააღმდეგი); შალვა თადუმაძე (89 მომხრე, ერთი წინააღმდეგი); ვლადიმერ კაკაბაძე (86 მომხრე, ერთი წინააღმდეგი); ლევან მიქაბერიძე (89 მომხრე, ერთი წინააღმდეგი); გიორგი მიქაუტაძე (85 მომხრე, ერთი წინააღმდეგი); ნუგზარ სხირტლაძე (90 მომხრე, არც ერთი წინააღმდეგი); ლალი ფაფიაშვილი (88 მომხრე, არც ერთი წინააღმდეგი); ნინო ქადაგიძე (85 მომხრე, ერთი წინააღმდეგი); ქეთევან ცინცაძე (85 მომხრე, ერთი წინააღმდეგი); ალექსანდრე წულაძე (87 მომხრე, ერთი წინააღმდეგი).

პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა: თამარ ალანიას (არც ერთი მომხრე, ექვსი წინააღმდეგი), შოთა გეწაძეს (ორი მომხრე, ოთხი წინააღმდეგი); პაატა სილაგაძეს (არც ერთი მომხრე, სამი წინააღმდეგი); ლაშა ქოჩიაშვილს (ორი მომხრე, სამი წინააღმდეგი); გოჩა ჯეირანაშვილს (ორი მომხრე, ოთხი წინააღმდეგი).

კენჭი არ ეყარა ერთ-ერთ კანდიდატს,ზაზა თავაძეს, ვინაიდან მან უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლის თანამდებობის დასაკავებელ კონკურსში მონაწილეობაზე უარი თქვა.

„ამ მონაცემების გათვალისწინებით, პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დაამტკიცა 12 ახალი კანდიდატურა. ასევე, მხარი დაუჭირა ორ კანდიდატს, რომლებიც დღეს არიან მოქმედი მოსამართლეები უზენაეს სასამართლოში. ისინი მონაწილეობდნენ კონკურსში და დაინიშნებიან უვადოდ“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ კენჭისყრის დასრულების შემდეგ.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
COVID-19-სთან ბრძოლაში რიჩარდ ლუგარის ცენტრის მნიშვნელობის ზრდასთან ერთად, კრემლისტური მედია, რომელიც წლებია ლაბორატორიასთან დაკავშირებით სხვადასხვა კონსპირაციას ავითარებს
სრულად
04:00 / 05.08.2020
დაიცავი დისტანცია